Thursday, December 12, 2013

ბანკი რესპუბლიკა


ბანკი "რესპუბლიკა" ერთ–ერთი უძველესი ქართული კერძო ბანკია, რომელიც დაფუძნდა 1991 წელს. ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ინსტიტუტია, რომელიც ეწევა კორპორაციულ და საცალო საბანკო საქმიანობას, ასევე ფინანსურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ბანკს 37 ფილიალი და სერვის-ცენტრი აქვს ქვეყნის მასშტაბით.
2006 წელს ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" გახდა ბანკის აქციების 60%-ის მფლობელი. 2009 წელს ჯგუფმა თავისი წილი 80%–მდე გაზარდა. "სოსიეტე ჟენერალის" გლობალური ცოდნა და კომპეტენცია ბანკ "რესპუბლიკის" ყველაზე ძლიერი მხარეა. ბანკი თანაბრად აქტიურია როგორც კორპორაციული, ასევე საცალო საბანკო საქმიანობის კუთხით და გასწევს ნებისმიერი სახის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას "სოსიეტე ჟენერალის" ჯგუფის ფარგლებში. "ბანკი რესპუბლიკა" აქტიურია იპოთეკური და სამომხმარებლო დაფინანსებისა და მიკროდაკრედიტების კუთხით და დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს არამხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
2010 წელს საქართველოს საბანკო სექტორმა კრიზისის დაძლევა შეძლო დაიწყო, რაც პოზიტიურად აისახა "ბანკი რესპუბლიკას" გააქტიურებულ მარკეტინგულ აქტივობაზე, კომერციული პოზიციის გაძლიერებასა და ახალი პროდუქტების განვითარებაზე.
ბანკი "რესპუბლიკა" სთავაზობს კლიენტებს ხელსაყრელ და ინოვაციურ პროდუქტებს. 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისიდან ბანკმა მნიშვნელოვნად გაამარტივა საკრედიტო პირობები და წარადგინა ყველაზე დაბალი განაკვეთები საქართველოს ბაზარზე, რაც საზოგადოების მიერ შეფასდა, როგორც "ძალზე პოზიტიური კამპანია". ყოველივე ეს დადასტურდა კამპანიის პოპულარობით და წარმატებით აისახა ბანკის საკრედიტო პორტფელის ზრდაზე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბანკ "რესპუბლიკისთვის" კვლავაც ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ბანკი რეგულარულად ახორციელებს მრავალ სოციალურ პროექტს საზოგადოების კეთილდღეობის მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი


სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი — საქართველოს კომერციული ბანკი, დაფუძნდა 1994 წლის 21 ოქტომბერს ყოფილი სახელმწიფო ბანკი „ბინსოცბანკის“ ბაზაზე.
საქართველოს ბანკი უმსხვილესია საქართველოში აქტივების, სასესხო პორტფელის, დეპოზიტებისა და სააქციო კაპიტალის მიხედვით.ბანკს საქართველოში სიდიდით მეორე ფილიალების ქსელი გააჩნია. საქართველოს ბანკის ფილიალების რაოდენობა 197 და ბანკომატების რაოდენობა 481 შეადგენს. ბანკი 1 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიშს ემსახურება.ბანკი საკუთარ მომხმარებლებს მთელ საქართველოში სთავაზობს სამომხმარებლო, კორპორატიული და დაგროვილი ქონების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. გარდა ამისა, ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს საკუთარი შვილობილი კომპანიის ალდაგის მეშვეობით, აგრეთვე საბროკერო საბანკო მომსახურებას შვილობილი საბროკერო კომპანიის „ბი ჯი კაპიტალის” საშუალებით.

2012 წლის თებერვალში, საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის Bank of Georgia Holdings plc (LSE: BGEO) აქციები განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში. BGEO ასევე შედის FTSE 250 და FTSE All Share ინდექსებში 2012 წლის ივნისიდან.
საქართველოს ბანკს მინიჭებული აქვს რეიტინგისამი გლობალური სარეიტინგო სააგენტოსგან: Standard & Poor’s: BB-/B; Moody’s: B1/NP (FC) & Ba3/NP (LC); Fitch Ratings: BB-/B.
საქართველოს ბანკის აქციების 36%–ს ფლობენ ინსტიტუციონალური ინვესტორები დიდი ბრიტანეთიდან , 56.6%–ს განვითარებადი ბაზრებით დაინტერესებული ინსტიტუციონალური ინვესტორები, 5.5%–ს მენეჯმენტი და თანამშრომლები, 1.8%–ს შეადგენს ბონუსების სახით გასაცემი აქციები. საქართველოს ბანკის აქციონერებს შორის არიან Firebird Management LLC, Franklin Templeton Investments, Wellington Management, საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

თიბისი ბანკი




თიბისი ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება თითქმის 700,000 მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი – საცალო დეპოზიტების სეგმენტში.
შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 4,000 ადამიანი. ბანკი, ძირითადად, საქართველოში აწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მზარდი ქსელი შექმნა რეგიონში მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით: თიბისი კრედიტი - აზერბაიჯანში, თიბისი ინვესტი – ისრაელში და ბანკი კონსტანტა – საქართველოში, საერთო ჯამში 110 ფილიალით, 274 ბანკომატით და 2,882 პოს-ტერმინალით, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch ("JPMorgan") და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. ("Ashmore"), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 26%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენ 7%-ი მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Fitch Rating Agency and Moody’s Investor Services აწარმოებენ ბანკის ყოველწლიურ შეფასებას. მიმდინარე რეიტინგებია BB- (გრძელვადიანი IDR)/ B (მოკლევადიანი IDR) მინიჭებული Fitch -ის მიერ და B1 (FC)/ Ba3 (LC) მინიჭებული Moody’s -ის მიერ. უახლესი შეფასებები ჩატარდა 2012 და 2011 წლებში. 2012 წლის ივლისში Fitch-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘B+’ საფეხურიდან ‘BB-’ საფეხურამდე აამაღლა, “სტაბილური” პროგნოზით. ამავე დროს, სააგენტომ ბანკის მდგრადობის რეიტინგი (VR) ‘b+ საფეხურიდან ‘bb-’ საფეხურამდე გაზარდა. მანამდე, 2011 წელს, სააგენტო Moody’s-მა ბანკის დეპოზიტების რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B3 საფეხურიდან B1 საფეხურამდე, ხოლო მისი ფინანსური პოტენციალის რეიტინგი (E+)დან (D-)მდე აამაღლა.

სახელი, თიბისი ბანკი, მის საწყის დასახელებასთან – თბილისის ბიზნეს ცენტრი – არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა. ამჟამად, თიბისი ბანკი მისი ოფიციალურად რეგისტრირებული სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა.